გიგი უგულავას განცხადებით, ვაქცინაციის ფონის კატასტროფული ვარდნის მიუხედავად, ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
“ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ უკანასკნელი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც ისევ ლოქდაუნებს მიმართავენ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ პოლიტიკურ კალენდარს მოარგო ადამიანების ჯანმრთელობა”
უგულავას განცხადებით, ფაქტია რომ ჩვენს ჯანმრთელობას ჩვენ უნდა მივხედოთ და ამის ერთადერთი საშუალება დღეს “არის აცრა და მხოლოდ აცრა”
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლება აღარაფერს აკეთებს. ყოველდღიური შემთხვევები კი იზრდება.
“5 000-ზე ზემოთ, ჩვენ ვიცით, რომ ჯანდაცვის სისტემა ბოლომდე კოლაფსში ვარდება. ამიტომ, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ” – აცხადებს უგულავა
