LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, მელიას ფული ევროპამ გადაუხადოს: დავით ზილფიმიანი

60
Untitled design (3)

“სხვა რომ უხდის, ამაზე რაღაც აგრესია თუ არსებობს, შეიძლება, მეგობრისგან მიღებული დახმარება, ნაკლებად იქნას აღქმული აგრესიულად” – აცხადებს “ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზილფიმიანი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გირაოთი გათავისუფლების შესახებ და ამბობს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეც, რომ ევროპამ გადაწყვიტოს ნიკა მელიას ფული გადაუხადოს.

ზილფიმიანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ დღეს კიდევ ერთხელ მოისმინეს, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა, პრაქტიკულად არ განიხილება:

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს თემა, რიგგარეშე არჩევნების თემა, პრაქტიკულად არ განიხილება, ამას ამბობს “ქართული ოცნება”. რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, თუ ასე მოხდება, რიგგარშე არჩევნებზე ნათქვამი გვაქვს უკვე ჩვენი პოზიცია, მაგრამ რეალობის ჩარჩოს ხომ არ უნდა გავცდეთ? ზოგიერთმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ შეიძლება სახე რომ შეუნარჩუნდეს ყველას, მოხდეს ესეთი რამ, რომ ევროპამ გადაწყვიტოს ფული გადაუხადოს, რაღაც სახით მოხდეს ფულის გადახდა. სხვა რომ უხდის ამაზე რაღაც აგრესია თუ არსებობს, შეიძლება მეგობრისგან მიღებული დახმარება ნაკლებად იქნას აღქმული აგრესიულად.” – თქვა ზილფიმიანმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკა მელიას პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი. მას შემდეგ, რაც გირაოს გადახდისთვის დათქმული ვადა ამოიწურა, ხოლო მელიამ განაცხადა, რომ შეფარდებულ თანხას არ გადაიხდიდა, პოლიტიკოსი დააპატიმრეს.

მას შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან სწორედ ნიკა მელიას გათავისუფლებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები