LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

103
ნიკა-მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადახდას ისევ არ აპირებს. ეს მისი თქმით, პოლიტიკური აქტია უსამართლობის წინააღმდეგ.

მთავარი არხისთვის “მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ დიალოგში კომპრომისი ვერ იქნება მის მიერ გირაოს გადახდა.

“გირაო არ გადავიხადე, რადგან ეს უსამართლობა იყო და ეს იყო პოლიტიკური აქტი.”

„მხნედ ვარ და მოტივირებული. ვიცი რისთვისაც ვზივარ და ვარ გამოკეტილი. გარეთ ვიქნები თუ შიგნით, “ქართული ოცნებისთვის” პრობლემატური ვარ, ისეთი სისულელე ჩაიდინეს. დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ოპოზიციონერ ლიდერს, ვინც მოლაპარაკებებზე ზის. არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კომპრომისი პატიმარზე, ჩემთან მიმართებაში არ უნდა იყოს. გირაო არ გადავიხადე, რადგან ეს უსამართლობა იყო და ეს იყო პოლიტიკური აქტი. გამორიცხულია, გირაოს არ გადავიხდი”, – ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვერ იხილა რუსთაველის გამზირზე. მან ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა – მისი თქმით, საზოგადოების გაერთიანებას ოპოზიცია გულწრფელობითა და საქმისადმი თავდადებით მოახერხებს.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

 

magti 5g