„შეიძლება ბევრი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ პერიოდში გაჩერება ძალიან დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი დისკომფორტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რეგულაციად ამ დროისთვის მაინც პირბადის ტარება რჩება.
„პირველი რეგულაცია მაინც პირბადეა. გასაგებია, რომ შეიძლება ძალიან დისკომფორტის შემქმნელია ბევრი ადამიანისთვის ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი დისკომფორტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა, ან იგივე ჩემი კოლეგებისთვის, ვინც მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის“, – თქვა პაატა იმნაძემ.