LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება ჩემზე „საქმეს კერავენ“: თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული შვედეთში წასვლაზე ფიქრობს

419
sasd

“თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ” – ეს განცხადება ბაჩანა ლობჟანიძემ “პალიტრანიუსთან” მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ვიდეოინტერვიუ სოციალურ ქსელში გავრცელდა, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ კი ეჭვი გამოთქვა, რომ ის გოგონას შეყვარებული არ ყოფილა, თამარს არც კი იცნობდა და “მოგზავნილი იყო”. 

"მოგზავნილია, დაბნეული ლაპარაკობს დაზეპირებულ ფრაზებს, ის ჩემს შვილს საერთოდ არ იცნობდა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"დაკრძალვაზე იყო, ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო, მერე ფეისბუქზე დამამატა" - თეონა თამაზაშვილი.

ბაჩანა ლობჟანიძე, ამბობს, რომ შესაძლოა შვედეთში მოითხოვოს თავშესაფარი, რადგან პირად საუბრებში სწორედ ეს ურჩიეს.

“მე მქონდა პრივატული საუბრები, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში. მე ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება კამერები დავაყენო ჩემი სახლის არეალთან“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

როგორც ირკვევა, მისი მობილური ტელეფონი გამოძიებას აქვს, საიდანაც გადაუდებელი წესით ამოიღეს ინფორმაცია. ლობჟანიძე ითხოვს, რომ ეს მობილური დაუბრუნონ.

„მე ეჭვს მიჩენს, რომ შეიძლება ჩემზე „საქმეს კერავენ“ თვითონ, არ ვიცი ვინ „კერავს“, იმიტომ, რომ ჩემი მობილურია იქ, ჩემი პირადი ინფორმაციაა და ზოგადად, მე მაქვს ადმინისტრაციული კოდექსით უფლება, რომ გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე სახელმწიფოს. ვკითხე და მითხრეს, რომ გადაუდებელი წესით ამოიღეს, განჩინება იყო მოსამართლის და ა.შ. მე დღესაც უნდა მოვითხოვო ეს მობილური იმიტომ, რომ იქ ჩემი პირადი ინფორმაციაა, ასევე იქ მიდევს ჩიპი, რომელიც 120 გიგაბაიტია და იქ სხვა მონაცემებიც მაქვს“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ვიდეოინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულთან: არ ვიცით გარდაცვლილია თუ არა, არ დასტურდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g