დაავადებათა კონტროლიის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქებისას, საკლასო სწავლა შესაძლოა, მთელ ქვეყანაში ერთდროულად არ დაიწყოს. პაატა იმნაძის თქმით, სწავლა შესაძლოა ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში.
“როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”. – განაცხადა იმნაძემ გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში”.
მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვები თავიდან მხოლოდ 6 დიდ ქალაქს შეეხო და დეკემბრამდე სოფლის სკოლები ფუნქციონირებდა.