LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ეწყინა, რომ ჩვეულებრივია, ახლა ასე დავარქმევ… ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ კოვიდზე მუშაობს – იმნაძე

9911
BeFunky-collage

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს სატელევიზიო ჩართვისას რიგითი მოქალაქეებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის სავარაუდო დრო დაასახელა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის იქნება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი, იმნაძემ ასე უპასუხა:

“რეალისტები თუ ვიქნებით, ვაქცინაცია, იქნება ალბათ, ზაფხულში-შემოდგომის დასაწყისში – ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც COVID-19 არ წარმოადგენს სასიცოხლო რისკის დაავადებას“, –განაცხადა პაატა იმნაძემ ტვ “პირველის” ეთერში.

"ფაიზერის" ვაქცინის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება - იმნაძე

"შეგვიძლია შევინახოთ ვაქცინა, რომელიც არის -20°-იანი აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე."

მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ თავისი სიტყვები განმარტა.

“დღეს რომ ვთქვი ეს [ჩვეულებრივი ადამიანები] ერთი ამბავი ატყდა, ახლა ასე დავარქმევ, ვისაც ეწყინა რომ ჩვეულებრივია, არარისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინა სადღაც შემოდგომაზე იქნება…

ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე. ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ… ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება.” – თქვა პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g