LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” ვაქცინის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება – იმნაძე

150
BeFunky-collage

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინის შენახვის პრობლემა არ არის. მეტიც, ამბობს, რომ შეუძლიათ დიდი ოდენობით სხვა ვაქცინების შენახვაც.

“ჩვენ ვაქცინის შენახვა შეგვიძლია ძალიან ბევრის, გააჩნია რომელ რეჟიმზე. შეგვიძლია შევინახოთ ძალიან ბევრი, საქართველოს კი არა, ძალიან დიდ ქვეყანასაც ეყოფა იმდენი ჩვეულებრივი ვაქცინა. შეგვიძლია შევინახოთ ვაქცინა, რომელიც არის -20°-იანი აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ, რაც არის ლაპარაკი Pfizer-ის ვაქცინაზე, იმის შენახვის შესაძლებლობები გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება.” – თქვა პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ კოვაქს პლატფორმას უკვე მეორედ გაუგზავნეს დადასტრურებული კითხვარი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ვაქცინის მიღება შეუძლიათ.

ვაქცინის შემოტანის 2 გზა არსებობს, არასწორია განცხადება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა კოვაქსის პლატფორმით ვერ შემოვა – გაბუნია

ქვეყანას ამ წუთში შეუძლია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზა შემოიტანოს: რას ფიქრობს იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები