LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას ამ წუთში შეუძლია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზა შემოიტანოს: რას ფიქრობს იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე

133
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ 6 ათასს გადასცდა ტაქსის მძღოლების ტესტირება და დაავადებათა მაჩვენებელი 1 %-ზე ნაკლებია, უფრო ზუსტად  0.7 პროცენტია.

მისივე ინფრმაციით, მოიმატა ბაზრებში მოვაჭრეების ტესტირების რაოდენობამ და ამ შემთხვევაშიც დაინფიცირებულთა რაოდენობა 1% პროცენტზე ნაკლებია.

„სხვადასხვა რელიგიების კონფესიების წარმომადგენელთა ტესტირება 2 ათასს გადასცდა და იქაც ანალოგიური მაჩვენებელია. დაავადებულთა რაოდენობა 1 %-ს არ სცდება“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.  

მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე

„ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობაზე საუბრისას იმნაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანას 200 ათასი დოზის შემოტანისა და შენახვის  შესაძლებლობა აქვს ამ წუთისთვის.

„ვაქცინას ქვეყანა კოვაქსპლატფორმიდან იყიდის, სადაც თანხა უკვე გადახდილია. მზად ვართ, თუ ვინმე მოგვაწვდის ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისაგან. კოვაქსპლათფორმიდან ვაქცინის მიღების ალტერნეტიული გზა არის პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან. რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა“, – აცხადებს იმნაძე და იქვე განმარტავს, რომ ქვეყანამ ვაქცინის შესაძენად თადარიგი აგვისტოში დაიჭირა. 

ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განვიხილავთ: ტიკარაძე

იმნაძე არ აკონკრეტებს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელი შეზღუდვების მოხსნის მომხრეა პირველი თებერვლიდან.

„ეს პირველ თებერვალს გამოჩნდება. დღეს გვაქვს 1 600-ზე მეტი შემთხვვა. გუშინ იყო 1800. ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში, 19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა და დადებითი მხოლოდ რვა პროცენტი იყო. პირველად მოხდა, რომ დატესტილებიდან დადებით მაჩვენებლებზე 10 პროცენტის დაბლა ჩამოვედით.  ეს საიმედო მაჩვენებელია, მაგრამ თავისთავად 1600 დაინფიცირებული როდესაც არის, ცუდია. ნუ დაგვავიწყდება, რომ 100 და 200 მაჩვენებლით ორ თვეში ავედით 5 ათასამდე. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პირელი თებერვლიდან ბევრი ბიზნესი გაიხსნება. ეს მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში 5 ათას მაჩვენებელზე დავბრუნდებით“, – აღნიშნა იმნაძემ.

19 000-ზე მეტი კვლევიდან თბილისში-750, იმერეთში-234 შემთხვევა დაფისირდა: 13 იანვრის სტატისტიკა რეგიონებში

 

პაატა იმნაძე იხსენებს, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ჰანს კლუგე საქართველოში იმყოფებოდა, მან კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა ქართულ ნოუჰაუდ შეაფასა.მისი თქმით, როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობამ შეაფასა, სად უმჯობესია კოვიდინფიცირებულების განთავსება, სასტუმროებში თუ საველე ჰოსპიტლებში და ეს პრაქტიკა გამოიყენა.

„ბატონი კლუგე როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ქართულ ასე ვთქვათ, ნოუჰაუდ შეაფასა კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა, რაც ჩვენ გამოვიყენეთ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სჯობს პაციენტი იყოს თუ საველე ჰოსპიტალში, ეს ეტყობა, ბრიტანეთის მთავარობამაც შეაფასა და მაგალითი გამოიყენა“. – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები