ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 13 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
კორონავირუსით ინფიცირების 1 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსისგან 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა
“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა,
აჭარა – 94,
იმერეთი – 234,
ქვემო ქართლი – 94,
შიდა ქართლი – 103,
გურია – 35,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126,
კახეთი – 102,
მცხეთა-მთიანეთი – 44,
სამცხე-ჯავახეთი – 29,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 788, აჭარაში – 350, იმერეთში – 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 68, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 7, იმერეთში – 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 243, აჭარაში – 55, ხოლო იმერეთში – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 620 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 989 პირი, აჭარაში – 2 166, იმერეთში – 2 349”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კოვიდ-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა