LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განვიხილავთ: ტიკარაძე

113
BeFunky-collage

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე კატეგორიულად არ განიხილავს ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას. საკითხზე განმარტება ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინურ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.

“გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას, სჯობს პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”-ეფექტურია თუ არა ჩინური ვაქცინა

„რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“. – განაცხადა ტიკარაძემ.

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ – ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა

მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები