LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება, გარკვეული შვება მისცეს, მაგრამ მდგომარეობს სრულად ვერ გამოასწორებს“ – კალაძე მეტროსადგურებში ხალხის დიდ ნაკადთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს

141
კალაძე მეტროზე

„მეტროსადგურებში დამატებითი ჩამომსვლელ-ამომსვლელების შექმნასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აზიის განვითარების ბანკთან მუშაობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მოკლევადიანი პროექტი, რომელიც მეტროსადგურებში დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს, სიტუაციას განმუხტავს, თუმცა პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს:

„მეტროსადგურებში ხალხის დიდ ნაკადთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს. ერთი არის მოკლევადიანი, რომელიც დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს.

„პიკის საათებში გლდანის მეტროში ჩასვლა კატასტროფაა.. ეს რომ გაკეთებულიყო, რა ჭყლეტვაცაა, განახევრდებოდა - რა მოხდა? მეტროს დააშენეს კორპუსები“ – ალეკო ელისაშვილი 

„უზარმაზარი გვირაბია ამოყვანილი, მოპირკეთება სჭირდებოდა და აქედან მთელი მუხიანის და თემქის მცხოვრებლები ამოვიდოდნენ. ახლა ხომ გაიღვიძა მერიამ და მიხვდა, რომ მეტროს ყურადღება სჭირდება.“

ეს სექტემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს. მე არ მგონია, რომ ეს პრობლემას მთლიანად მოაგვარებს. შეიძლება, გარკვეული შვება მისცეს, დაახლოებით 20-30%-ით, მაგრამ მდგომარეობს სრულად ვერ გამოასწორებს.

მეორე გეგმა სათადარიგო ამომსვლელ-ჩამომსვლელების შექმნას გულისხმობს. ეს პროექტი გრძელვადიანია და მასზე აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, აღნიშნული პროექტიც განხორციელდება.“– განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები