LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება, პრობლემად იქცეს ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად, სახელმწიფოს განვითარებისთვის“ – რა საფრთხეს უნდა ველოდოთ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისგან

111
5f10593da0c87

რა საფრთხეს უნდა ველოდოთ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისგან – საკითხზე BMG-ისთან საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო (ზვიად) ჭუმბურიძემ ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების შესაბამისმა შტოებმა რუსული კომპანიების რეგისტრაციის თემას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

„აუცილებელია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბოს და ყველა შესაბამის უწყებას ჰქონდეს ზედმიწევნით გაწერილი ინფორმაცია, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და სხვათა შორის ჩვენი საზოგადოებაც უნდა იყოს ინფორმირებული. პირდაპირ გეტყვით, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასე შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ერთ დღეში დააფუძნონ კომპანიები. ესაა ჩემი პირადი მოსაზრება, მით უმეტეს, როდესაც სანქციებთან გვაქვს ასეთი რთული და მოზომილი დამოკიდებულება“, – აღნიშნა სანდრო ჭუმბურიძემ BMG-ისთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ჩვენ ვართ არაორდინარულ მდგომარეობაში. „თითოეული რუსული დაფუძნებული კომპანია, რომელსაც შემდეგ ვერ მოსთხოვ გაუქმებას, შეიძლება, პრობლემად იქცეს ჩვენი ეკონომიკისა და ზოგადად, სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამიტომ ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს“, – აცხადებს სანდრო (ზვიად) ჭუმბურიძე.

ცნობისთვის, 2022 წლის მხოლოდ მარტის თვეში, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g