LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა”? – რას წერს არჩილ მაშანია

1753
BeFunky-collage1 (2)

შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა? – ამის შესახებ ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს.

“ოჯახით დაწყებული ფოლოვერებით დამთავრებული, ჩემთან ხშირად დასმულ შეკითხვებში ეს დგას პირველ ადგილზე ბოლო ხანებში.

ამ შეკითხვის მიზეზი: სოც. ქსელებში იწერება, რომ ზღვაზე წასვლა და წყალში ბანაობა არ შეიძლება, უკრაინაში მომხდარი ეკოციდის გამო-ო.

მე რაც მოვიძიე:

ვერანაირი ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება ვერ ვნახე, დაავადების კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროსი;

ვერანაირი სანდო წყარო რომელიც ადასტურებს საფრთხეს საქართველოში და რეკომენდაციას იძლევა ზღვაზე არ წასვლაზე, ვერ ვნახე;

შავი ზღვის დინებები რაც ვნახე, ჩვენამდე ჩემი გაგებით რთულად უნდა მოაღწიოს, თუ მოაღწია საერთოდ. მანამდე რუმინეთმა და ბულგარეთმა და მამენტ თურქეთმა უნდა გააუქმოს სეზონი ეგრე გამოდის;

უკრაინა კი არა, 2021 წელს ნოვოროსიისკში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა და არც გაგვიგია ისე ჩაიარა მაგ ამბავმა.

აქედან დასკვნა:

იმის თქმა, რომ საქართველოში წელს ზღვაზე წასვლა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება ზღვაში ბანაობა, უბრალოდ პანიკაა და არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა ვინაიდან მე არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი და უბრალოდ ჩემით გავაკეთე მოკლე “რისერჩი”, შესაძლოა რამე ვერ გავარკვიე სწორად და მეც მაინტერესებს რა ხდება (თუ ხდება რამე საერთოდ).

ამიტომ კომენტარები ღიაა და თუ სხვა რამე იცით, თხოვნა მექნება დამილინკეთ და დავააფდეითებ სტატუსს. ოღონდ თუ რამეს დალინკავთ, კონკრეტულად საქართველოზე დალინკეთ, სანდო, ოფიციალური წყაროს რეკომენდაცია და არა ვინმეს სუბიექტური მსჯელობა ან ზოგადად შავი ზღვის პრობლემის მიმოხილვა.

უკრაინაში რომ ეკოციდია და შავ ზღვაზე რომ პრობლემაა გასაგებია. დიდია უბრალოდ შავი ზღვა ძალიან და ტერმინებში ნუ ავიჭრებით”, – წერს არჩილ მარშანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g