ბოლო დროს, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი თითქმის ყოველ დღე ხდებიან პაპარაცების სამიზნეები. როგორც ჩანს, წყვილმა ტაქტიკა შეცვალა და გადაწყვიტა, ნაკლებად შესამჩნევები გახდნენ.
ამ დღეებში ისინი ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში, ვესტ-ვილიჯში დააფიქსირეს.
ირინას მუქი ლურჯი სპორტული ზედა და შარვალი და Adidas-ის ბოტასი ეცვა, ბრედლიმ კი შავი ქურთუკი აირჩია, ლურჯი შარვალი და Nike-ის ფეხსაცმელი. მოდელი და მსახიობი სპეცაგენტებს ჰგავდნენ.
თუმცა თავშეკავებული ფერთა გამა მხოლოდ მშობლებზე ვრცელდებოდა – ქალიშვილს მათ ვარდისფერი ქურთუკი და წითელი ქუდი შეარჩიეს. ოჯახი, როგორც ყოველთვის, ბედნიერად გამოიყურებოდა.