LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიკრიბებიან, პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან – ზარქუა ხვალიდელ აქციაზე

52
ირაკლი ზარქუა

“შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზრქუამ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვინც კანონის ფარგლებში დადგენილ ზომას გადავა და დადგენილ კრიტერიუმებს გასცდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და შესაბამისი სამსახურებიც მიხედავენ:

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას.

რამდენადაც ვიცი, მარტო დარჩნენ უკვე და სწორია, რომ ოპოზიცია გაემიჯნა, მიხვდნენ რომ არ შეიძლება აითქვიფო, ყველას ჰყავს თავის მხარდამჭერები. როცა შალვას ფანჩატურში დაჯდები “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ამიტომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო.

რაც შეეხება ხვალიდნელ აქციას, შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა. ვინც გადავა ამ ზომას, დაარღვევს დადგენილ ნორმებს, კრიტერიუმებს, შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მიხედავენ შესაბამისი სამსახურები. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან.” – თქვა ირაკლი ზარქუამ.

შეგახესენებთ, 14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია არ არის კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” და ის არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

დაანონსებულ აქციას არ უერთდება შემდეგი პარტიები:

მოლოდინი აქვთ, რომ სააკაშვილი აქციით გათავისუფლდება, რისიც არ მჯერა – “ევროპული საქართველო” ხვალიდელ აქციას არ შეუერთდება

14 ოქტომბრის აქციას “ლელო” არ უერთდება: “სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს”

მანჯგალაძე: თუ “ნაციონალური მოძრაობა” კერძო აქციას ჩაატარებს, ჩანგალზე ვერ მივალთ

“რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდება – სამნიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g