LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ოქტომბრის აქციას “ლელო” არ უერთდება: “სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს”

70
მამუკა ხაზარაძე

“პარტია “ლელო საქართველოსთვის” ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით,” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრის დროს განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მათი ფოკუსი მეორე ტურისკენ უნდა იყოს მიმართული და თუ ოპოზიციას სურს, რომ ქვეყანაში ვითარება შეცვალონ, ეს მიზანი არ უნდა დაიკარგოს:

“პარტია “ლელო საქართველოსთვის” ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან.

ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა და ეს მიზანი არ უნდა დაიკარგოს არანაირად. 30 ოქტომბერს მეორე ტურში ოპოზიციამ კოალიციურად უნდა მოიგოს არჩევნები და მომავალ წელს მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის, კრიზისი მეორე ტურის გარეშე ვერ დაიძლევა”, – თქვა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში, 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბურ აქციას აანონსებს

უდუმაშვილი 14 ოქტომბრის აქციაზე: ეს არის საყოველთაო აქცია, ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც დაინახავს ხალხის რაოდენობას

 

პოპულარულები