LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხვედრიდან ძალის გამოყენებით გაგვაძევეს“ – სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც თეა წულუკიანი იმყოფებოდა, ხმაური იყო

53
Untitled design (3)

საჯარო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც კულტურის მინისტრიც ესწრებოდა, ხმაურის ფონზე გამართა.

სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ შეხვედრაზე შესვლა და თეა წულუკიანთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი სურდათ, თუმცა, როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათ დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სტუდენტების მიმართვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა განაცხადა:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაშინ დავდიოდი, როდესაც შენ იბადებოდი. რატომ ჩხუბობთ? შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებთ“.

როგორც სტუდენტების ნაწილი აცხადებს, ქვეყანაში პოლიტიკურ კლასს არ აინტერესებს ის პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ:

„სტუდენტებს გვსურს, რომ სახელმწიფოში არსებული ანტისოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ. სტუდენტები დღეს იმყოფებიან იმ ფუნდამენტური უფლებების შელახვის წინაშე, რომელიც საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს ეხება. სახელმწიფო ჩინოვნიკებთან და რექტორთან საუბრის უფლება გვაქვს…

წლებია, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ კლასს არ აინტერესებს ის პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს აქვთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მინისტრი აქ მოვიდა იმ განწყობით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არიან სტუდენტები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა და ისინი ზარ-ზეიმით დახვდებოდნენ. ადმინისტრაცია, როგორც ამ პოლიტიკური სუბიექტების მსახური, ცდილობდა, რომ ეს კომფორტის ზონა შეექმნა მისთვის. უნივერსიტეტის დაცვის დამსახურებით შეხვედრის ოთახიდან გამოგვაძევეს და საშუალება არ მოგვეცა, მინისტრისთვის კითხვები დაგვესვა“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა მედიასთან საუბარში.

მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებმა განცხადებაც გაავრცელეს:

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მთელი 6 თვეა, არანაირი ქმედითი პასუხი არ მიგვიღია საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით (არამხოლოდ ქმედითი, მათ ერთი შეხვედრის შემდეგ არც ისურვეს ჩვენთან მშვიდობიანი საუბარი და დაგვტოვეს მხოლოდ ბუნდოვანი პასუხის ამარა) გადავწყვიტეთ, შეხვედრაზე გაგვეჟღერებინა ჩვენი მოთხოვნები, რათა სიტყვა მიგვეწვდინა მაღალი თანამდებობის მქონე პირებისადმი. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გაგვცა პასუხი მინისტრმა. შეხვედრიდან ძალის გამოყენებით გაგვაძევეს!“, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g