შეკვეთილში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში მაშინ მოხდა, როცა ცემენტმზიდი ავტომანქანის ე.წ. პომპა სიმაღლეში გაშლისას ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შესახებ თვითმხილველები ყვებინა.
შსს-ს ინფორმაციით კი, მომხდარზე გამოძიება სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.