LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს

236
ვაქცინა

შეკვეთილში, სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

სამედიცინო ცენტრ „დოსტაქარში“ იმუნიზაცია 10-დან 18 საათამდე შაბათ-კვირის ჩათვლით „სინოვაკისა” და „პფაიზერის“ ვაქცინებითაა შესაძლებელი. „პფაიზერით“ ვაქცინაცია ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდება, სხვა ვაქცინებით კი, ყოველ დღე. რაც შეეხება „სინოფარმს“, მეორე დოზაზე ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით უწყვეტად მიმდინარეობს.

magti 5g