დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესი 3 კვირის წინ, ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰარდს ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით, 8 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
„ბოლო ცენტებს ითვლის“ – ემბერ ჰარდი ბიუჯეტურ მაღაზიაში გადაიღეს
თუმცა, საბოლოო ვერდიქტი სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ვარსკვლავური წყვილის ადვოკატებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰარდს ოფიციალურად დაეკისრა ყოფილი ქმრისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა.
„მისის ჰარდმა მისტერ დეპს შელახული რეპუტაციისთვის და მორალური ზიანისთვის 10 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს“, – ნათქვამია დასკვნაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კამილა ვასკესმა განაცხადა, რომ ჯონისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლოა ემბერს თანხა არ გამოართვას, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო ჯონმა, უცნობია. ახლა ემბერ ჰარდი გაკოტრების პირასაა, ის „აქუამენის“ როლიდან მოხსნეს და არც მიმდინარე პროექტებში მიიწვიეს.