LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის შესვლამდე პატიმრებს საჭმელს არ აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს – ექიმის თანამესაკნე

436
BeFunky-collage (10)

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდა რადიო “თავისუფლებასთან” ამბობს, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა და სურვილი აქვს, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს.

ბიძინაშვილმა ცხინვალის იზოლატორში 9 დღე გაატარა. იგი ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკებისა და ჩხუბის შემდეგ დააკავეს. ბიძინაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ თავში კონდახი მოხვდა. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არც ექიმი მიუყვანიათ და არც წამალი მიუციათ. 9 ნოემბერს მასთან საკანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია.
ბიძინაშვილი საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. თანასაკნელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ. ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს – წიწიბურა და მცირეოდენი პური. სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ. ბიძინაშვილის გადმოცემით, ვაჟა ექიმი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყო. ბიძინიშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g