LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი კვირიდან არსებობს შესაძლებლობა, განახლდეს მოლაპარაკებების რაუნდი: პაატა მანჯგალაძე

71
პაატა მანჯგალაძე

შემდეგი კვირიდან არსებობს შესაძლებლობა, განახლდეს მოლაპარაკებების რაუნდი,” – ამის შესახებ განცხადება “სტატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი ინიციატივით, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

მანჯგალაძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც ნიკა მელიას და გიორგი რურუას საკითხი, ასევე ვადამდელი არჩევნები.

„მე ვიცი, რომ ბოლო რაუნდზე რაც დაიდო დოკუმენტი, სადაც არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, გიორგი ვაშაძემ შესაძლებლად დაუშვა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის ჩანაწერის არსებობა. დოკუმენტი რჩება იგივე. განსხვავება იყო მხოლოდ ვადამდელი არჩევნების საკითხის თემით. ჩვენთვის ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმის გამო, რომ მძევლად წაიყვანეს ნიკა მელია, ვერ წავიდოდით კომპრომისზე ვადამდელი არჩევნების ნაწილში. ამიტომ ჩვენთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საკითხი, ასევე ვადამდელი არჩევნების საკითხი.

თუ რიგგარეშე არ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტი არ დაემატება მოლაპარაკებას, მაშინ შინაარსი გამოცლილი აქვს და რაზე უნდა ვისაუბროთ, თუ ვადამდელი არჩევნები არ არის. იმედს ვიტოვებ, მჯერა ჩვენი პარტნიორების პროფესიონალიზმის, თუ არ ექნებოდათ მეორე მხარისგანაც პირობა აღებული, არ დაიწყებდნენ ამ მოლაპარაკებას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიაში ხუთპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტზე აპირებენ საუბარს და ხუთივე პუნქტზე თუ იქნება „სტრატეგია აღმაშენებელში“ შეთანხმება.

„ჩვენ ვხვდებით არა მხოლოდ მედიაციის პროცესში ჩართულ დიპლომატებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. დასრულდება თუ არა მომავალ კვირას მოლაპარაკებების პროცესი, ცოტა რთულია, როცა „ქართულ ოცნებას“ ეხება საქმე. მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს მზაობა, იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები დააყენებენ მოთხოვნების მაქსიმუმს ხუთპუნქტიანი გეგმიდან, ჩვენ ხუთპუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე, მათ შორის პოლიტპატიმრების სახლში გაშვების ნაწილის ჩათვლით, დავიწყებთ ფიქრს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაზე.

მოლაპარაკების პროცესში და მაქსიმალური შედეგის მიღწევისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობა, მაგრამ თუ ვნახეთ, რომ დანარჩენი ოპოზიციის პოზიციები იყოფა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. აქვე ვაზუსტებ, ხუთპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტზე ვაპირებთ საუბარს და ხუთივე პუნქტზე თუ იქნება „სტრატეგია აღმაშენებელში“ შეთანხმება, ამ შემთხვევაში განვიხილავთ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

პოპულალურები