LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი შეიძლება ფიტნესდარბაზები იყოს: თურნავა

91
20200623152449

ჩვენი პროგნოზი ამ ეტაპზე დამაიმედებელია, თუ მაჩვენებელი ავა 4%-ზე მაღლა წინასწარ ვიტყვით, რა გეგმა ექნება სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი ბოლო 7 დღის მანძილზე – 3.79%: კორონავირუსის შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ნათია თურნავას თქმით, შეზღუდვებმა საშუალება მისცა მტავრობას კონტროლქვეშ აეყვანა მეორე ტალღა. მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპებზე საუბრისას თქვა, რომ სპორტული ინდუსტრია შესაძლოა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე მოხდეს.

“ფიტნესცენტრებს და სპორტულ კომპანიებს და ვინც ამ ინდუსტრიაში ჩართული უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვიდრე თუნდაც კვების ინდუსტრიას, რომელიც 15 თებერვლიდან ღია სივრცის სახით გაიხსნება. ფიტნესებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ვაკვირდებით ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევუმსუბუქოთ სპორტულ ინდუსტრიას ეს პერიოდი როდესაც გაჩერებულები არიან და დავუსუბსიდიროთ სესხის პროცენტი, რაც არ იქნება ნეიტრალიზაცია ნეგატიური ზეგავლენის, რაც გაჩერებულ ბიზნესს ემართება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და ტვირთის ნაწილს მაინც შევუმსუბუქებთ.

საკმაოდ დიდი აქტივობა გავხსენით, 1, 8 და 15 თებერვლიდან, დავაკვირდებით ეპიდვითარებას და შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო,” – განაცხადა  ნათია თურნავამ.

თუ 95 პროცენტამდე გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, მესამე ტალღა აღარ გვექნება – გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები