LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდასხმაში არაერთი თანამდებობის პირი მონაწილეობდა“ – რას ამბობს ყოფილი პრემიერის თანაპარტიელი გახარიაზე ძალადობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

114
ბექა ლილუაშვილი,გიორგი გახარია

„ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო. ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება ავლენს, მიუთითებს, რომ რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, ხელი ჩაქნეული აქვს“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიაზე თავდასხმაში თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ. ლილუაშვილის განცხადებით, სამართლებრივი და საგამოძიებო თვალსაზრისით უახლოეს დღეებში კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. მისივე განცხადებით, „ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ – ვერცერთი ორგანიზატორი, დამკვეთი, ვერ გაექცევა“:

„სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა“ – სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ განცხადებას ავრცელებს

„[თავდასხმაში] ჩართული იყო არაერთი პირი, მათ შორის იყვნენ თანამდებობის პირები. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ თავდასხმაში მონაწილეობდა არაერთი თანამდებობის პირი. ეს არის ინფორმაცია, რაც გვაქვს. მარტივი პროცესია, სამართლებრივი და საგამოძიებო თვალსაზრისით და უახლოეს დღეებში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს…

სიმართლე ვერ იქნებ რამდენიმე, სიმართლე არის ერთი. სიმართლე არის ის, რომ ამ ორგანიზებულ თავდასხმას წინ უძღოდა ივანიშვილის განცხადებები წინასაარჩევნოდ, რომელმაც ფაქტობრივად მოუწოდა, მწვანე შუქი აუნთო მის მოძალადე ჯგუფებს, მსგავსი ორგანიზებული თავდასხმის ჩადენისკენ. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული ფიზიკური ანგარიშსწორების დავალება, რომელიც მოდის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან. რაც მოხდა, ეს ყველაფერი ძალიან მალე იხილავს სინათლეს, ფაქტების სრული კონსტატაციით. ფრაგმენტები, რაც პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელა, ფაბრიცირებული, დაჭრილი, გადაბმული ვიდეო-კადრებია და მთელი პროცესის ამსახველი ვიდეო-კადრებიც არსებობს.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია“ – მამუკა მდინარაძე

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გვაქვს ჩვენი გეგმა და ნაბიჯები, არსად გვეჩქარება. ქართული პოლიტიკაა და ასეთი რაღაცები ხდება. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ბინძური საშუალებებით, ორგანიზებულად უსწორდება საკუთარ ოპონენტებს. მათ აშინებთ გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტივობა, წონა და მისი შესაძლო გავლენები მათ პოლიტიკურ და სამართლებრივ მომავალზე. ამიტომ, ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ უწყებებს. კარგად გვესმის, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შევქმნათ გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სისტემაში გვიმუშავია და დაველოდებით. მათგან განსხვავებით, ჩვენი პასუხები და პასუხისმგებლობები სამართლიანად, თავისუფალი სასამართლოს პირობებში იქნება დაწესებული.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ – ვერცერთი ორგანიზატორი, დამკვეთი, ვერ გაექცევა. ამის მიღმა, რა პროცესები უძღოდა და რა მოცემულობა იყო იქ, როგორ მოხდა პროცესის დაწყება და განვითარება, ამის ხილვა მარტივადაა შესაძლებელი. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, რომელსაც მთლიანი ვიდეო-ჩანაწერი აქვს, ასევე წინ გვაქვს უამრავი ჩვენება, რომელიც უნდა მოვისმინოთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი არ აკონკრეტებს, რა უძღოდა წინ დაპირისპირებას, თუმცა ამბობს, რომ მომხდარის ამსახველი სრული ვიდეო-კადრები არსებობს:

„უმოკლეს ვადებში აბსოლუტურად ყველა რესურსი და მტკიცებულება მოპოვებადია. შეიძლება განადგურება დაწყებული აქვს შესაბამის სამსახურებს, მაგრამ ამის მიღმა უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომლიდანაც მთლიანი სურათი უნდა შეიკრას. ველოდებით, ოფიციალურ ვერსიას, რა მოცემულობას დადებს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები. ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო. ამ პროპაგანდას ხელისუფლება თავის დასაცავად აწარმოებს.

ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ავლენს, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, ხელი ჩაქნეული აქვს რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით და ის თავიდან ბოლომდე გადართულია ძალადობრივი მექანიზმებით რამენაირად, საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაა ასახული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციას დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა.

„რამდენიმე საათი გავიდა პირველი შეტყობინებიდან დანაშაულის ადგილზე მისვლამდე. როდესაც ასეთი დაგვიანებაა და მხოლოდ მესამე პირების მხრიდან, მოთხოვნების საფუძველზე ხდება დანაშაულის ადგილის იზოლირება, რომ იქ კვალის დაფარვა არ მოხდეს, მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებაზე, რომ ამ მტკიცებულებების მინიმუმ მანიპულირება მოხდეს“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, ლილუაშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარია ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

„გიორგი გახარიას ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანებები აქვს, რომელიც რამდენიმე დღიან პერიოდს მოითხოვს სრული რეაბილიტაციისთვის და შეიძლება ეს იყოს ტექნიკური წინაპირობა იმისა, რომ ის ჯერჯერობით დაკითხვაზე დაბარებული არაა, თუმცა ეს ტექნიკური საკითხია. მზაობა დავაფიქსირეთ და პირიქით, ვითხოვთ შინაარსობრივ გამოძიებას და ამას წინ არ ავეღობებით. გიორგი გახარია, თუ მოთხოვნა დადგება, შესაბამის პროცედურებს გაივლის და ნაბიჯებს გადადგამს“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

„სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g