“შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული, რაზეც პასუხები დღემდე არ არსებობს. საპატრიარქო რასაც უნდა იმას აკეთებს, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სახელმწიფოში.” – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ და თქვა, რომ თუ დღესვე არ დაიწყება იმის გამორკვევა – რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში, ყველა რეფორმა, რომელსაც განიხილავენ, “ქვეყანას უკან დარჩება”.
სამნიძე ამბობს, რომ საპატრიარქო, იმას აკეთებს, რაც უნდა, რადგან ხელისუფლება ხმას ვერ იღებს და შეშინებული დგას და უყურებს, როგორ აწამებენ ბავშვებს:
“ყველა რეფორმა უკან დაგვრჩება, თუ დღესვე არ ჩავრთავთ ყველა შესაძლებლობას და არ მივმართავთ პარტნიორებს, რომ გავიგოთ, რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არის საპატრიარქოს დახურული გაუმჭვირვალე დაწესებულება.
შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული, რაზეც პასუხები დღემდე არ არსებობს. საპატრიარქო რასაც უნდა იმას აკეთებს, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სახელმწიფოში. საქმე ეხება ბავშვებს. სულ ვლაპარაკობთ რეფორმებზე ამ ქვეყანაში, 2006 წელს დაიწყო რეფორმები ბავშვების კეთილდღეობისთვის და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დახურული დაწესებულება, საპატრიარქო რასაც უნდა, იმას აკეთებს, რადგან ეს ხელისუფლება ხმას ვერ იღებს, შეშინებული დგას დ უყურებს, როგორ აწამებენ ბავშვებს.” – თქვა სამნიძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
ამავე თემაზე:
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე