დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ამჟამად ვითარება დასტაბილურებულია.
„მთავარია, შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა. დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე. რაც მთავარია, გაკეთებული ტესტებიდან, ბოლო დღეების დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად არის 13-14 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზირება აშკარად სახეზეა და ახლა დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. მაქსიმალურად თუ შევეცდებით, დავიცვათ პირბადის ტარების წესი და დისტანცია, იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ“,-განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ თავშეყრის ადგილებში წესები მაქსიმალურად დაცულია.
„კი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სადაც დიდი თავშეყრაა, იქ მაქსიმალურად არის დაცული წესები. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ წესების დაცვით რაღაც კეთდება, გვქონდა ამის მაგალითები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა, მათ შორის აბარებდნენ ინფიცირებული აბიტიურენტები, მაგრამ ყველა წესი იყო დაცული, აქედან გამომდინარე, არ მომხდარა გავრცელება. ამიტომ წესების მაქსიმალურად დაცვა არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.