LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის დეპრესიისგან თავის დასაღწევად 21 იდეა

50
2000-d039338e48dd91be54b4c1d51ce12b8a

ზაფხულმა ცხელი მზით და მშვენიერი დღეებით გაგვანებივრა, ამჯერად შემოდგომის დროა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყინულიანი ყავა ცხელი შოკოლადით, შორტები კი თბილი სვიტერებით უნდა ჩავანაცვლოთ. იმისათვის, რომ შემოდგომის განწყობაში ბოლომდე ჩაიძიროთ და სევდაც თავიდან აირიდოთ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას.

1. მოიფიქრეთ ჰელოუინის კოსტიუმი.
2. იყიდეთ ახალი ჰუდი.
3. წადით პაემანზე.
4. გადმოალაგეთ თბილი ნივთები.
5. უყურეთ ფილმს წვიმიან დილას, ისე რომ საწოლიდან არც ადგეთ.
6. დაუძახეთ მეგობრებს და ერთად რამე გემრიელობა გააკეთეთ.
7. გაისეირნეთ შემდგომის ფოთლებით სავსე პარკში.
8. წაიკითხეთ წიგნი წვიმის ხმაში.
9. წადით მასაჟზე.
10. გადატვირთეთ სოციალური ქსელები, გაუუქმეთ გამოწერა ზედმეტ გვერდებს, დამალეთ უინტერესო ისტორიები.
11. შეადგინეთ ახალი „ფლეილისტი“.
12. ჩააბარეთ ანალიზები ვიტამინებზე.
13. იზრუნეთ თქვენს სიმშვიდეზე.
14. დაამონტაჟეთ ვიდეო ზაფხულის თავგადასავლებით.
15. მოაწყვეთ მინი მოგზაურობა უქმეებზე.
16. წადით თეატრში.
17. კარგი აზრია, კინო მარათონი შემოდგომის თემატიკით.
18. თავიდან მოიშორეთ უსარგებლო ნივთები.
19. წაშალეთ ზედმეტი ფოტოები, ზაფხულში ბევრი დაგიგროვდებოდათ.
20. ყური დაუდგეთ თქვენს სურვილებს.
21. იყიდეთ სასიამოვნო წვრილმანი, რომელიც დღეს გაგიხალისებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები