LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემოდგომის ლეგენდების” გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოვლინდება

172

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 11-13 ნოემბერს ყვარელში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2016-ის“ ფინალური ტური გაიმართა. ფინალში გადასულმა 10-მა სტუდენტმა „ყვარლის ედემში“ იმპროვიზირებულ ტურში მიიღო მონაწილეობა და ლიტერატურული ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე ახალ ნაწარმოებები შექმნა.

იმპროვიზირებულ ტურს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო. ფინალისტთა შორის თსუ-ს, ილიაუნის, თავისუფალი, კავკასიის და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ. 10 ფინალისტი პირველ ტურში მონაწილე 326 სტუდენტიდან შეირჩა.

თსუ-სა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მერვედ ჩატარდა. კონკურსში საქართველოს მასშტაბით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება. მეორე და მესამეადგილოსნებს, შესაბამისად, 700 და 500 ლარი გადაეცემათ.

წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგებოდა: მწერლები გურამ ოდიშარია, თეონა დოლენჯაშვილი, დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი, დიანა ანფიმიადი და შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ანი გიგაშვილი.
ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექმნიან ახალ ნაშრომს. მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები