LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 9 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ!

138
2342e271-48e9-46f9-bff3-5c964bd10eba

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 2 დღე დარჩათ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი საშემოდგომო მიღების ფარგლებში 389 სტუდენტს მიიღებს  12 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

  • Front-end დეველოპმენტი – თბილისი/ქუთაისი
  • საბიბლიოთეკო საქმე – ქუთაისი
  • სკოლამდელი აღზრდა – თბილისი/ქუთაისი
  • ღონისძიების ორგანიზება – თბილისი/ქუთაისი
  • საფინანსო სერვისები – თბილისი/ქუთაისი
  • ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი –
  • თბილისი/ქუთაისი
  • საწყობის ოპერირება – ქუთაისი
  • ტვირთების ექსპედირება – ქუთაისი
  • ბუღალტრული აღრიცხვა – ქუთაისი

ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებმა 9 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ პორტალზე https://vet.ge/ . აპლიკანტების ასაკი შეუზღუდავია.

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები