LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის პერიოდში, სანამ შესამჩნევად აცივდება, ვირუსები არ გვემუქრება – პაატა იმნაძე

49

„ზამთრის ვირუსებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ, განუცხადა.

იმნაძის თქმით, შემოდგომის პერიოდში, სანამ შესამჩნევად აცივდება, ვირუსების მხრივ სიახლეებს არ უნდა ველოდეთ.

„ვინაიდან ჯერ შემოდგომაა, ვირუსების მხრივ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, არაფერი განსაკუთრებული არ გველის. ამ ეტაპზე ზაფხულ-შემოდგომის ვირუსები გრძელდება. რამდენიმედღიანი ამინდის გაუარესება და აგრილება ზამთრის ვირუსებს ჯერ ვერ მოიყვანს,“ – თქვა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, იმნაძის ინფორმაციით, ბავშვები ასაკობრივად აცრილები უნდა იყვნენ. აცრების პერიოდი ოქტომბრის თვეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები