შემოდგომა მართლაც რომანტიკული სეზონია და ამ დროს, განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ სიყვარულის თემაზე გადაღებული ფილმები იწვევს.
ჩვენ შევარჩიეთ 7 განუმეორებელი კინოსურათი, სადაც სიყვარულის მთავარი ამბავი, სწორედ შემოდგომის სეზონზე ვითარდება.
როცა ჰარი შეხვდა სალის – 1989 წელს გადაღებული ეს ფანტასტიკური ფილმი, ბილი კრისტალისა და მეგ რაიანის მონაწილეობით, შემოდგომის სეზონს ეძღვნება.
ეს არის ნამდვილ მეგობრობასა და სიყვარულზე შექმნილი ყველა დროის ყველაზე რომანტიკული მელოდრამა.
შემოდგომა ნიუ-ორკში – ეს ფილმი 2000 წელს არის გადაღებული და სიყვარულის სევდიან ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ცხადია, შემოდგომით ვითარდება. ფილმი გამორჩეულია ნიუ-ორკის საშემოდგომო ელფერით და რიჩარდ გირისა და უინონა რაიდერის დაუვიწყარი ტანდემით.
თქვენთვის წერილია – 1998 წელს გადაღებული ეს ფილმიც ნამდვილ სიყვარულზეა, აქაც მთავარი სეზონი შემოდგომაა, ხოლო მთავარი თემა ბიბლიოთეკის ორი მფლობელის კონკურენციისა და ფარული სიყვარულის ამბავი. მთავარ როლებს ფილმში ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი ასრულებენ.
ტკბილი ნოემბერი – ეს ფილმი 2001 წელს არის გადაღებული და მასში შემოდგომის ელფერი განსაკუთრებით იგრძნობა. შემოდგომა ფილმში ყველგანაა, ქუჩებში, სიუჟეტში, სევდიან მუსიკასა და ფილმის მთავარ სასიყვარულო ხაზში. ფილმში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი და კიანუ რივზი ასრულებენ.
მზის ჩასვლამდე – ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ფილმი, რომელიც ოდესმე სიყვარულის შესახებ გადაიღეს. ჯული დელფისა და იტენ ჰოუკის შთამბეჭდავ დუეტს, მაყურებელი ისევ შემოდგომის ლამაზი სიუჟეტების ფონზე ადევნებს თვალს.
ნოთინგ ჰილი- 1999 წელს გადაღებული ეს ფილმი, სადაც შემოდგომა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, გულგრილს დღემდე არავის ტოვებს. სხვა რომ არაფერი, ჰიუ გრანტისა და ჯულია რობერტსის განუმეორებელი დუეტი, უკვე ყველაფერზე საუბრობს.
სახლი ტბის პირას – 2006 წლის მელოდრამა, სანდრა ბალოკისა და კიანუ რივზის მონაწილეობით, რომლის მთავარი არსია დაგვარწმუნოს, რომ სიყვარულს შეუძლია არსებობა დროისა და სივრცის მიღმაც. ფილმში მუდამ ნაცრისფერი ფერები და შემოდგომის სეზონია.