LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავალი გაგვეზარდა: 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა

168
entering-georgia

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58%-ი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 %-ს აღემატება.

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7%-ი პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით, 48% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები