როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის №563 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.
2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (0322 299 299).
