LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

48
1

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩოხატაურში 3 კილოგრამი თუთუნის და 847 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ, საქმის მასალები კი საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა:

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები