ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უნებართვო აზარტული თამაშობის ორგანიზების ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას დაქვემდებარებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების უნებართვო მიწოდების ფაქტი გამოავლინეს.
“კერძოდ, ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატით უნებართვოდ აზარტული თამაშობის ორგანიზებას ახორციელებდა.
აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით, ამოღებულია ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.