LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურში უმუშევრად დარჩენილების მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს

272
24

კორონავირუსმა ბევრი ადამიანი დატოვა უმუშევრად.

ბევრმა ქვეყანამ უამრავი ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოახერხა, სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინა დასაქმებულებისთვის.

საქართველო გამონაკლისი არაა.

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც კრიზისის დროს თანამშრომლებს სამსახურიდან გაუშვებს, პასუხს მოსთხოვს.
გახარია განმარტავს, რომ კომპანიას, რომელიც კრიზისის გამო ადამიანს სამსახურიდან უშვებს, პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს.

„ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ“, – ამბობს პრემიერი.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე, პირდაპირი დახმარება გაიცემა იმ ადამიანებზე, ვინც სამსახური დაკარგა.

„ანალიზი გაკეთდება და გამოცხადდება ის პერიოდი, ის თანხა და ჯგუფი, ვისზეც კომპენსაცია გაიცემა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

„ფორტუნა“ დაინტერესდა შემოსავლების სამსახურის ბაზაში რამდენი ადამიანია აღრიცხული და რამდენმა დაკარგა სამსახური. თუმცა ზუსტი პასუხი ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ.

შემოსავლების სამსახურში განგვიცხადეს, რომ „მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g