“ჩვენს კლინიკაში დღეის მონაცემებით 36 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 4 ახალი პაციენტი შემოვიდა, მათ შორისაა ბათუმელი მოზარდი მშობელთან ერთად. ბავშვს დაუდასტურდა კოვიდ 19, მშობელს კი ჯერ არა, მაგრამ იკვეთება, რომ სავარაუდოდ მასაც დაუდასტურდება. ახალი პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, მათ გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ და მიღებული მონაცემებით შეფასდება მათი ზოგადი მდგომარეობა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარიან ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ სამი პაციენტის ინფიცირების წყარო დადგენილია, ხოლო მეოთხის ჯერჯერობით უცნობია.
“ერთი ინფიცირებული სომხეთიდან არის შემოსული, ორი არის შემოტანილი საფრანგეთიდან, ხოლო მეოთხე წყარო ჯერჯერობით არ არის მოძიებული, მაგრამ იკვეთება, რომ ესეც შემოტანილია”, – აცხადებს ეზუგბაია.
ეზუგბაიას თქმით, კიდევ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დაემატა, რომლებიც დღეს დატოვებენ კლინიკას.
ასევე იხილეთ:
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება
საქართველოს უკვე 26 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს