12 აგვისტოს მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილის, სალომე ჩიტაძის დაბადების დღეა. მომღერალმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გამოაქვეყნა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„დღეს ამ ახტაჯანა გოგოს დაბადების დღეა❤?❤ 18 წლის გახდი და გაგათამამებ ქებით! უზომოდ ნიჭიერი ხარ და დიდ შემოქმედებით წვას გისურვებ მთელი ცხოვრება! ვამაყობ, რომ ჩემი შვილი ხარ?❤
P.s შენ არ ხარ მაკას შვილი! მაკა არის შენი დედა! “
შეგახსენებთ, რომ მაკას გოგონა არაჩვეულებრივად მღერის და დედასთან ერთად ჯგუფ „ნონ სტოპთან“ ერთად გამოდის.