LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ცოცხალი რატომ ხარ და ჩემი შვილი გარდაცვლილიო… ფეხები მომეკვეთა, ეს გრძნობა არასდროს მტოვებს“ – აკია ბარბაქაძე აფხაზეთის ომს იხსენებს

357
lela1

სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ აფხაზეთის ომის მოვლენებს და სოხუმის დაცემის დღეებს იხსენებს. როგორც ბარბაქაძე ლელა წურწუმიასთან საუბარში აღნიშნავს, მთელი ცხოვრება მძიმე ჯვრის ტარება უწევს.

? “ძმები არ მიგვყავდა თურმე, სხვა ბატალიონში ჩაწერილა და ბრძოლაში დაიღუპა” | აკია ბარბაქაძე

?? “წესი იყო, რომ ძმები არ მიგვყავდა თურმე, სხვა ბატალიონში ჩაწერილა და ბრძოლაში დაიღუპა…” | აკია ბარბაქაძის უმძიმესი ისტორიები

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022

„ეს არის მართლა ძალიან მძიმე ჯვარი, რომელსაც ვატარებ. მეთაური ასეა, ყოველ შემთხვევაში ადამიანი თუ ხარ და სინდისის განცდა გაქვს, ეს ბოლომდე შენთან რჩება. შენ წაიყვანე და ვეღარ ჩამოიყვანე, ვერ მოუფრთხილდი, ურთულესი და მძიმე შეგრძნებაა.

წესად გვქონდა ჩვენ, ორ ძმას არ ვიღებდით ბატალიონში, რომ ოჯახიდან ორი წასული არ ყოფილიყო. ძმები უფრო მიბმულები არიან ერთმანეთზე და ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ერთის გამო მეორეც დაღუპულა. ჩვენი ერთ-ერთი მებრძოლის ძმა, რომ არ მივიღეთ სხვა ბატალიონში ჩაეწერა და გარდაიცვალა.

პანაშვიდზე როდესაც მივედი, მოშვებული ვიყავი. დაღუპული სამხედროს დედამ მომაძახა, შენ ცოცხალი რატომ ხარ და ჩემი შვილი გარდაცვლილიო, იქ ძალიან ცუდად გავხდი, ფეხები მომეკვეთა და ეს გრძნობა არასდროს მტოვებდა.

შემდეგ ყველა ოჯახში, როდესაც სამძიმარზე მივდიოდი თითქოს ამ მზერას ყოველთვის ვგრძნობდი, ყოველთვის ეს ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას. ხვალაც რომ დამჭირდეს ასეთი რამე და დამიდგეს ომის საჭიროება, ალბათ მაინც მივალ და ვკითხავ მებრძოლებს წამოვლენ თუ არა ომში. აბა თუ ჩვენ არ ვიომეთ, სხვა ვინ იბრძოლებს“, – ამბობს აკია ბარბაქაძე.

„მიწის სურნელი, რომელიც სოხუმის ქუჩებს ასდიოდა დღემდე მომყვება… ამ მოგონებებით ვცხოვრობ“ – ლელა წურწუმია აფხაზეთზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g