რუსი კომიკოსის ნურლან საბუროვის ლოს-ანჯელესში დაგეგმილი შოუ ჩაიშალა. მისი წარმოდგენა ლოს-ანჯელესის სცენაზე დაწყებული იყო, როცა მაყურებლებმა ღიად მოსთხოვეს არტისტს, დაეზუსტებინა საკუთარი პოზიცია რუსული აგრესიის შესახებ. საბუროვმა დუმილი ამჯობინა, თუმცა, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ არტისტს განცხადების გაკეთება მოუწია. ის ამბობს, რომ ღია განცხადებას ვერ გაავრცელებს, რადგან მისი ოჯახი ამჯერად რუსეთშია.
რუსი კომიკოსის ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა უკრაინელი მუსიკოსი ალექსეი პოტაპენკო, იგივე პოტაპი დუეტიდან „პოტაპი და ნასტია“:
„თქვენ, ვინც ახლა დუმილს ამჯობინებთ და გეშინიათ, არც არტისტები ხართ და არც ადამიანები. გამოიცანი, რა იქნება ამის შემდეგ, ამ სიჩუმის გამო, თქვენ პასუხისგება მოგიწევთ ყველა კონცერტსა და შოუზე, ასე რომ შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით. შენ არტისტი არ ხარ, შენ ხარ პუტინის მხდალი მსახური. რომ იყო ადამიანი, უნდა გქონდეს ძალა, რაც შენ არ გაქვს“ – დაწერა პოტაპმა სოციალურ ქსელში.
უკრაინული დუეტი „პოტაპი და ნასტია“ ყველა რუსულ ჯილდოზე უარს ამბობს და რუსულ ენაზე აღარ იმღერებს