LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ შეგიძლია შენს გენეტიკას აჯობო სწორი ჩვევებით“ – რას გვირჩევს კვების სპეციალისტი

177
Capture

ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი, სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად ის ყოველდღიური ცხოვრების სწორ ჩვევებზე საუბრობს.

„შენ შეგიძლია შენს გენეტიკას აჯობო სწორი ჩვევებით – იარე ბევრი ფეხით. ერთი საუკუნის წინ 20 ათას ნაბიჯს გავდიოდით, ახლა კი განძრევა გვეზარება. აი რატომ არის სიმსუქნე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ საუკუნის.

მენტალური პრობლემის მქონე ადამიანები ხშირ შემთხვევაში უმოძრაო ცხოვრების სტილით ცხოვრობენ.

თავის ტკივილი ხშირად გაუწყლოვანებით არის გამოწვეული – წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, დალიეთ.

სილამაზის სტანდარტები ძირითადად გამოიგონეს მარკეტოლოგებმა რაღაცეების გასაყიდად – დაივიწყე და ჯანსაღ წონაზე კონცენტრირდი“, – ამბობს სანდრო გოგოხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g