ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, რომელიც ხალხმა სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელით გაიცნო, რჩეულთან ერთად გადაღებულ მორიგ კადრებს გვიზიარებს.
სოფია მადლობას უხდის მეუღლეს, იმ სიკეთისთვის, რომლის წყალობითაც ის ძალიან ბედნიერია.
წყვილს მალე პირველი ბავშვი შეეძინება.
„შენი გაცნობა ყველაზე დიდი სიკეთე იყო, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამაზე მადლიერი, არასდროს, არაფრისთვის ვყოფილვარ. მალევე გამოჩეკილი ეს პატარა სასწაული, რომელიც ბევრისთვის ისე რთულად მოდის, ან საერთოდ არ მოდის ხოლმე… ზოგჯერ თავს დამნაშავედაც ვგრძნობ, მგონია, რომ ასე მარტივად ამხელა ბედნიერებას არ ვიმსახურებდი…
ალბათ შენი სიკეთის დამსახურებაა.
მადლობა “, – წერს სოფიო კვინიკაძე სოციალურ ქსელში.