LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი ღირებულებები გაცხრილავს შენს გარემოცვას“ – მარტა ქარუმიძის ბლოგი

156
მარტა ქარუმიძე

ღირებულებები, პრინციპები და ადამიანები, რომლებიც გვცვლიან – გთავაზობთ გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ავტორის და წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს თვითგანვითარების თემაზე.

ღირებულებები პიროვნული განვითარების საფუძველია. ჩვენი ფასეულობები – პატიოსნება, თავისუფლება, ერთგულება, ამბიცია თუ თვითგანვითარება – ხშირად განსაზღვრავს, ვისთან ვურთიერთობთ და როგორ გარემოში ვგრძნობთ თავს კომფორტულად. ადამიანები ბუნებრივად ვეძებთ მათ, ვისთანაც საერთო ხედვები და ცხოვრებისეული პრინციპები გვაკავშირებს.

თუმცა პროცესი ორმხრივია: თუ ღირებულებები გავლენას ახდენს გარემოცვის არჩევაზე, გარემოცვაც დროთა განმავლობაში ცვლის ჩვენს შეხედულებებსა და ქცევებს.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, ჩვენი გარემოცვა თავად ხდება ჩვენი მორალური კომპასი. როდესაც ხანგრძლივად ხარ კონკრეტულ წრეში, მათი შეხედულებები, ქცევის წესები და ცხოვრების ფილოსოფია ნელ-ნელა შენს რეალობად იქცევა.

ადამიანები, ვისთანაც დიდ დროს ვატარებთ, ხშირად იქცევიან ჩვენი ყოველდღიური რეალობის ნაწილად.

ამიტომ მნიშვნელოვანია კითხვა: რა ადამიანებთან ვატარებთ დროს და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე?

პრინციპი არის საზღვარი, რომელსაც არ კვეთ. ის გეხმარება, რომ მომენტალური სარგებლის გამო არ უღალატო იმას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შენთვის ძვირფასია.

ღირებულებები გვიჩვენებს მიმართულებას, პრინციპები გვეხმარება ამ გზაზე მყარად დგომაში, ხოლო სწორი გარემოცვა გვაძლევს შესაძლებლობას, არ დავკარგოთ საკუთარი თავი და განვვითარდეთ.

თვითგანვითარება იწყება მაშინ, როცა ვაცნობიერებთ – ვინ ვართ, როგორ ვმოქმედებთ და ვისთან ერთად მივდივართ ამ გზაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g