“ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრი დავით კირკიტაძე ციხიდან თანაგუნდელ ნიკა მელიას დაბადების დღეს ულოცავს. წერილი თავად მელიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ნიკა ჩემო ძმაო გილოცავ დაბადების დღეს. წარმატებები ყველა საქმეში. მეამაყება შენი თანამებრძოლი რომ ვარ, თავს გაუფრთხილდი. შენი იმედი გვაქვს ყველას. კირკიტა” – წერს დავით კირკიტაძე.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10161046424000167&set=a.10151087591985167&type=3&theater
შეგახსნებეთ, 20 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, დავით კირკიტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
