LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენი სურვილების და გრძნობების დაიგნორებით საკუთარი თავის მტერი ხარ” – რა შედეგამდე მიგვიყვანს ემოციების შეკავება: რას ამბობს ფსიქოლოგი

1037
BeFunky-collage123412 3 4sdf (68)

ფსიქოლოგი ნიკო ამბოკაძე საუბრობს შეკავებული ემოციების ზემოქმედებაზე და განმარტავს, რომ მათ დაუმუშავებლად დატოვება სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შედეგებს იწვევს.

ფსიქოლოგის თქმით, საკუთარ გრძნობებზე უარის თქმა ნიშნავს საკუთარ თავთან კონფლიქტში ყოფნას.

„შენი სურვილების და გრძნობების დაიგნორებით საკუთარი თავის მტერი ხარ. შეკავებული ემოციები არსად არ ქრება, არ მიდის. ეს ჰგავს კლაუსტროფობიის მქონე ადამიანის დახურულ ოთახში გამომწყვდევას,“ — ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე განმარტებით, ემოციების ჩახშობა დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიხატოს როგორც ფსიქოსომატური დაავადებები, ან გახდეს მიზეზი ისეთი ქცევების, რომელთაც თავად ადამიანი ვერ ახსნის.

„ამას შეუძლია შენი ჩრდილი გააღვიძოს და ისეთი რამეები გაგაკეთებინოს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ,“ — აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ აუცილებელია შეკავებული ემოციების გადამუშავებაა — ანუ გაანალიზება და შემოქმედებით საქმიანობაში გარდაქმნა:

„თუ ემოციას ვაკავებთ და იმ მომენტში ვერ ვუშვებთ, ის აუცილებლად უნდა გადავამუშავოთ შემდეგში. უნდა გავაანალიზოთ, მისი ტრანსფორმაცია უნდა ჩავდოთ ჩვენს საქმიანობაში, ხატვაში, წერაში ან სხვა რამეში, რომ ამან არ დაგვანგრიოს.“, – ამბობს ფსიქოლოგი.

წყარო: მენტალური ჰიგიენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g