LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვანი პროფესიონალებისგან

463
თიბისი

26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, ტარდება ღონისძიება „შენი წარმატების გზა“, რომელზეც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, დასვა შეკითხვები და მიხვდე, რა მრავალფეროვანი განვითარება შეგიძლია იპოვო ბიზნეს სამყაროში.

ღონისძიებაზე ასევე გექნება შესაძლებლობა, გაეცნო შენთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსო განაცხადი და გახდე თიბისის გუნდის წევრი.

თიბისის სპიკერები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • ტექნოლოგიების განვითარება, მონაცემთა როლი თანამედროვე ბიზნესში და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვას ეხება.
  • მნიშვნელოვანი მიგნებები, თუ როგორ ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, ვზრუნავთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მათ განვითარებაზე და როგორ ვაშენებთ სანდო ბრენდს.

თიბისი გაგაცნობს გზებს, როგორ განავითარო კარიერა შენთვის საინტერესო მიმართულებით, როგორ გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა პროფესიები და გაგიზიარებს რჩევებს, რა უნდა გაითვალისწინო სამსახურის ძიებისას.

ღონისძიების დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე.

დამატებით ინფორმაციას გაეცანი ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები