LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენობაში მძევლად რჩება 12 პირი” – “საქართველოს ბანკში” თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო 

82
307751424_491651782539483_7848031787574808314_n

ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

გამოძიება დაწყებულია “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

“ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

magti 5g