LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენობასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდა“ – ეტლით მოსარგებლე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი გაეროს კონფერენციას ვერ დაესწრო

1251
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი, კარინ ელჰარარმა, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ქალაქ გლაზგოში, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს მიერ ორგანიზებულ სამიტს – „COP26“ ვერ დაესწრო, რადგან გარემო ადაპტირებული არ იყო.

როგორც თავად მინისტრმა კარინ ელჰარარმა Twitter-ზე დაწერა, „საწყენია, რომ გაერო ღონისძიებებს არაადაპტირებულ გარემოში მართავს“.

BBC-ის ცნობით, როგორც გამოცემა Times of Israel-ს ელჰარარის უწყებაში განუცხადეს, სამიტზე მისული მინისტრი შენობასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდა, საბოლოოდ კი სასტუმროში დაბრუნებამ მოუწია, სასტუმრო კი ედინბურგში, სამიტის ადგილიდან 80 კილომეტრში მდებარეობდა.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელის „მე-12 არხს“ უთხრა, რომ სამიტამდე ვერ მიაღწია, რადგან ადგილზე ან ფეხით უნდა მისულიყო, ან შატლით, რომელიც ეტლისთვის არ იყო გათვალისწინებული.

მათივე თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დელეგაციამ,  ორგანიზატორებს ოფიციალურად საჩივრით მიმართა.

თავად პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტიმ კი განაცხადა, რომ სამშაბათს კონფერენციას არ დაესწრება, თუ მინისტრ ელჰარარისთვის ადაპტირებული არ იქნება გარემო.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ისრაელში კი Twitter-ზე დაწერა, რომ მან მომხდარის გამო მინისტრს მოუბოდიშა.

ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლის თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა მომხდარის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს აცნობა, ჯონსონმა კი ენერგეტიკის მინისტრი ჰარარი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება – 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g