LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენს სინდისზეა ის, რაც მოხდა” – ჟურნალისტი ვახი სანაია სამართალდამცველს

90
sanaia

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს და 5-6 ივლისთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხები გასცეს. პარალელურად შენობის გარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება.

საკანონმდებლო ორგანოსთან ჟურნალისტებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ერთ-ერთ წარმომადგენელს ჟურნალისტი ვახო სანაიამ მიმართა.

“ამ ადამიანს რატომ უშვებთ „სირცხვლიას“ ოფისში?! თქვენ ხართ იქ, ეს ადამიანი თავის ბანდიტებთან ერთად შედის ოფისში, რასაც ოპერატორის მკვლელობა მოჰყვა. შენს სინდისზეა ის, რაც მოხდა“, – უთხრა სანაიამ შსს-ს წარმომადგენელს.

სამართალდამცველებს ვახო სანაიასთვის პასუხი არ გაუციათ და მხოლოდ ის თქვეს, რომ მაშინაც და ახლაც წესრიგს იცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g